საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში გაიგზავნა. გადაწყვეტილების დეტალებზე მმართველი პარტია კიდევ ერთხელ საუბრობს. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდანაც.