შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა

2025-02-05 09:25:30+04:00

შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. სროლა შვედეთის ქალაქ ორებროში მდებარე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, რომელიც სხვა სკოლებთან ერთად ერთ კამპუსში მდებარეობს. პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს. პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის "არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად" დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, თუმცა პოლიციას სჯერა, რომ დამნაშავე გარდაცვლილთა შორისაა. ეჭვმიტანილი მამაკაცია, პოლიცია დარწმუნებულია, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიება ჯერ ადრეულ ეტაპზეა.