ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ. ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ევროპელი ლიდერები უკრაინის დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.