ევროპელი ლიდერების მკაფიო პოზიცია და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების ინიციატივა - ომში მყოფი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მშვიდობის გზა უკრაინის კაპიტულაციაზე არ გადის და რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით ომში მყოფი უკრაინის დახმარების შეფერხებას განაგრძობს დონალდ ტრამპი, რომელიც ამჯერად უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას აჩერებს. პარალელურად, იგეგმება უკრაინის საკითხებზე მსჯელობა ევროსაბჭოს დღევანდელ სამიტზე - რას პასუხობს ევროპელ ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკი და რა თემები განიხილება შეხვედრაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი პირადად მიიწვიეს.