საქართველოში მანქანების რაოდენობა თვეში დაახლოებით 8 ათასით იზრდება. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 1 886 918 ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2 თვეში 4 479 ერთეულით გაიზარდა მართვის მოწმობების რაოდენობაც. წელს იანვარში მართვის უფლება 1 656 259 მოქალაქეს ჰქონდა, ამ დროისათვის კი უკვე - 1 660 738-ს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი Toyota-ს, Ford-ისა და Mercedes-benz-ის მარკის ავტომობილი გადაადგილდებოდა.