ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება. უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და დაიცვას დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.