"გზავნილი მომავალში" - მიიღე 25 წლის წინ გამოგზავნილი წერილი - "დილის პალიტრის" სტუმარია კვირის პალიტრის მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილე ნუცა დუმბაძე.
2025 წლის 10 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში გაიმართება „კვირის პალიტრის“ პროექტის „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია.
პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს.
პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ.
10 მარტს სკივრი კიდევ ერთხელ გაიხსნება და ამჯერად ადრესატები მიიღებენ წერილებს, რომლებიც მათ 25 წლის წინ გაუგზავნეს.
წერილების გამგზავნებისა და ადრესატების ვინაობა გამოქვეყნდება გაზეთ „კვირის პალიტრის“ 17 იანვრის ნომერში და 10 მარტს – ვებგვერდზე www.kvirispalitra.ge.