შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს, ყვავილების თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციად აქცია.