პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

2025-03-08 21:18:31+04:00

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „დამხობა რეჟიმს“, „თავისუფლება ტყვეებს“.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.