საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს - Palitra News

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს

2025-03-09 14:56:42+04:00

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის შენობაში უკვე 84-ე დღეა “ქართული ოცნების” რეჟიმს აპროტესტებენ, სამართალდამცავებმა დააჯარიმეს. სტუდენტებს ადმინისტრაცია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მოტივით შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდებმა პროტესტის გაგრძელებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა მოითხოვეს, რაზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა და სამართალდამცველები გამოიძახა. პოლიციამ სტუდენტები ახალი კანონის მიხედვით, რომელიც შენობაში სპეციალური ნებართვის გარეშე აქციის გამართვას კრძალავს, 5000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს.