აპირებს თუ არა ოპოზიცია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - Palitra News

აპირებს თუ არა ოპოზიცია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

2025-03-10 12:32:55+04:00

აპირებს თუ არა ოპოზიცია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას,- ამ ეტაპზე 4 ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო მარათონში ჩართვას გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათი მთავარი მიზანი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი ისევ დიდი, ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეით გამოდის.