ვიდრე “ქართული ოცნება” 4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციური პარტიები კვლავ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე საუბრობენ. ბარიერ გადალახული ოპოზიციური გაერთიანებები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას არ განიხილავენ. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას ყველა მიიღებს. ამავდროულად, დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 31 მარტისთვის მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა.