„ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებას წარმოადგენს - რას აცხადებენ ოპოზიციური პარტიები - Palitra News

„ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებას წარმოადგენს - რას აცხადებენ ოპოზიციური პარტიები

2025-03-10 21:03:43+04:00

„მეგობარი აქტი“ კი არა, ამ აქტს უნდა ერქვას „უმადური აქტი“ - სწორედ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ დოკუმენტს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი ხვალ განიხილავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებას წარმოადგენს. ამავდროულად, ოპოზიციაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კვლავ სანქციების გაფართოების მოლოდინში იმყოფებიან.