აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად, ღონისძიება „ქალი XXI საუკუნეში“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.
მთავრობის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე და წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.