უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას ეხებოდა. ზელენსკიმ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა სამშვიდობო ინიციატივებისადმი ნდობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ქმედება გახდეს. ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები.
განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ინვესტიციების და უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით საუდის არაბეთის ინტერესს ხაზი გაუსვა. მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია რჩება ჯიდაში ამერიკის გუნდთან სამუშაოდ რჩება.