თებერვლის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს. საქართველოდან გაძევებული პირები ირანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ,იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ეგვიპტის, ლიბანის, ჩინეთის, , ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, მიანმარის, კამერუნის, ლიეტუვას და ისრაელის მოქალაქეები არიან.