თურქეთი ლიმონის ექსპორტს აჩერებს, არადა საქართველოში იმპორტირებული ამ ციტრუსის 93% სწორედ თურქულია. თურქეთმა გადაწყვიტა, რომ 8 აპრილიდან ლიმონის ექსპორტი შეაჩეროს. როგორც სააგენტო Ilkha, თურქეთის სავაჭრო სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ლიმონის ექსპორტის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია შიდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ცივი ამინდისა და ყინვის გამო. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის თურქეთი ლიმონის მთავარი იმპორტიორია. კერძოდ, წელს 2 თვეში საქართველომ თურქეთისგან დაახლოებით 520 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 93%-ს შეადგენს. გარდა თურქეთსა მცირე მოცულობით პროდუქტი შემოვიდა ნიდერლანდებიდან და ირანიდან. რაც შეეხება ღირებულებას, წელს 1 კგ თურქული ლიმონის იმპორტი საშუალოდ 35 ცენტი გვიჯდებოდა, ანუ დაახლოებით ერთი ლარი, ბაზარზე კი სამჯერ და ოტხჯერ უფრო ძვირად იყიდება. თურქეთიდან ლიმონის იმპორტის დროებით შეჩერების ფონზე, ციტრუსის ფასი შესაძლოა გაიზარდოს.