ბრიუსელში დღეს ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. Sky News-ის ინფორმაციიით, შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინაში სხვადახვა ქვეყნების სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებული ოპერატიული გეგმების განხილვა. შეხვედრას, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები უხელმძღვანელებენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 30 თავდაცვის მინისტრი დაესწრება,. გამოცემა წერს, რომ ჯონ ჰილი შეხვედრის დროს მოითხოვს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩაყენებას მისი სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავების მიზნით. პარალელურად, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობას.