ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას - რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას.