საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტს აჯამებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერდეს, აუცილებელია, რომ „ქართული ოცნება“, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მხარეები ევროსაბჭოს რეზოლუციასაც აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციონერთა შეფასებით, რეზოლუციის პროექტი და ის გზავნილები, რომელიც მასშია ასახული, საქართველოში არსებულ ვითარებას პირნათლად გამოხატავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის პასუხი იმ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელსაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად დგამს. თავის მხრივ, რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. სამთავრობო გუნდში თვლიან, რომ ევროპის საბჭოს საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება აქვს.