გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება. წულუკიანის განცხადებამ სადაც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გიორგი ანწუხელიძის შესახებ ისაუბრა კრიტიკული განცხადებები შეფასებები გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრშიც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით გიორგი ანწუხელიძე პიარისთვის გაიწირა. აღნიშნული განცხადების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ნიშნად წულუკიანის სახლთან შეიკრიბნენ და მას კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ ანწუხელიძე უკვდავია და ის ეროვნული გმირია. აღნიშნულის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება მივა თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია.