37 წევრი ქვეყანა ეუთოს საქართველოსთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებით“ მიმართავს. ქვყნები მოუწოდებენ საქართველოს, „დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან“.ეუთოს წევრი 37 ქვეყნის სახელით 11 აპრილს განცხადება ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზან შიუტცმა გაავრცელა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეშფოთებას იწვევს „საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა; ასევე, წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე“.