დასავლეთის მხრიდან მორიგ კრიტიკას ოპოზიციაში საქართველოსთვის მძიმედ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი დადებითად აფასებენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დასავლეთი უყურადღებოდ არ დატოვებს. ოპოზიციაში სანქცირებულ პირთა სიის გაფართოებას და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციების დაწესებას ელოდებიან.