პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. "ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, აუცილებელია კანონში გაიწეროს რეგულაციები, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს ბერკეტი უკვე აკრძალული პარტიის მსგავსი საქმიანობისა თუ პერსონალური შემადგენლობის სხვა პარტიებიც აკრძალოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას ცდილობს.