მამუკა მდინარაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე - ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება - Palitra News

მამუკა მდინარაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე - ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება

2025-04-15 15:41:36+04:00

ოკუპანტი რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა.რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , მიხაილ გალუზინის შემდგომ ახლა უკვე კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას - განცხადების საპასუხოდ ქართული მხარე აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია მსგავს საკითხებზე პოზიტიური პასუხი ვერ იქნებათ.