ჩილეს სამხრეთით მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სანაპირო რაიონებიდან უნდა განხორციელდეს. ჩილეში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეომასალები, თუ როგორ ტოვებენ ევაკუაციის დროს, მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.