ვიქტორ ორბანი - ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს - ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან - Palitra News

ვიქტორ ორბანი - ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს - ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან

2025-05-05 20:56:13+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება.

„არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.