აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მაღალჩინოსნების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა - Palitra News

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მაღალჩინოსნების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა

2025-05-06 12:29:06+04:00

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მაღალჩინოსნების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა. უცხოური მედიის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნულ გვარდიაში გენერლების რაოდენობა მინიმუმ 20%-ით, ხოლო გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში დამატებით 10%-ით შემცირდება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის, მეტიც ეს იმ განხილვის პროცესის შედეგია, რომელიც გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით განხორციელდა და მიზნად სამხედროების სრულ მზადყოფნას ისახავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მიერ შეთავაზებული ასეთი ცვლილებები კონგრესის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.