“MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სია უკვე ცნობილია. სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და ბიზნესმენები მოხვდნენ. ინფორმაცია ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წარმომადგენელთა პალატის მიერ 349 ხმით მიღებული მეგობარი აქტი ახლა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი დონალდ ტრამპა ხელი მოაწეროს. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მეგობარი აქტი, პასუხია ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადადგა. კრიტიკის ადრესატი მმართველი გუნდი, დოკუმენტს მტრულად აფასებს და მიიჩნევს, რომ მეგობარ აქტს მეგობრობასთან საერთო არაფერი აქვს.