ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა - Palitra News

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა

2025-05-08 09:26:39+04:00

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა. - ის რუსეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ასევე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც იგეგმება. გასულ თვეს პუტინმა ჩინელი კოლეგა მთავარ სტუმრადაც მოიხსენია. აღლუმს სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტიც დაესწრება. ვიზიტი გააუქმეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმა. აღლუმზე ილჰამ ალიევის არ დასწრების მიზეზად აზერბაიჯანის შიდა ღონისძიებებში ჩართულობის აუცილებლობა დაასახელეს, ხოლო ლაოსის პრეზიდენტის შესახებ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის კორონავირუსით დაავადდა.