მკვდარი სულები , ცნობილი რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის სატირული ნოველააა. წიგნის ორიგინალი 1842 წელს მწერლის სამშობლოში რუსულ ენაზე გამოიცა.წიგნის მთავარი გმირი, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვია, რომელიც ჩამოდის პატარა პროვინციულ ქალაქში და იწყებს უცნაურ საქმიანობას იგი ცდილობს შეიძინოს „მკვდარი სულები“, ანუ გარდაცვლილი გლეხების სახელები, რომლებიც ოფიციალურად ჯერ კიდევ „ცოცხლებად“ არიან აღრიცხულნი.
ჩიჩიკოვი სტუმრობს სხვადასხვა მემამულეს და ახერხებს ზოგიერთი მათგანისგან სულიერი ქონების ყიდვას. ჩიჩიკოვის მიზანია ყალბი ქონების დაგროვება, რათა თავი მდიდარ მიწათმფლობელად მოაჩვენოს და სესხი აიღოს. მისი გეგმა თანდათან საეჭვო ხდება ქალაქის მცხოვრებლებისთვის და საზოგადოება იწყებს მისი წარმომავლობის და ზრახვების კვლევას. საბოლოოდ კი იმის შიშით, რომ შეიძლება მხილებულ იქნას ჩიჩიკოვი სასწრაფოდ ტოვებს ქალაქს.წიგნის დაწერის იდეა ავტორს 1835 წელს გაუჩნდა. გოგოლი შთაგონებული იყო დანტეს „ღვთაებრივი კომედიით“ და სურდა შეექმნა რუსული საზოგადოების სატირითა და სიმართლით სავსე ნაწარმოები.მწერალზე დიდი გავლენა იქონია ალექსანდრე პუშკინმა, რომელმაც მას არა მარტო მიაწოდა იდეა, არამედ ურჩია სიუჟეტური მიმართულებაც.
წიგნის პირველი ნაწილი ძირითადად დაიწერა 1835-1841 წლებში, გოგოლის მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყანაში - გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიასა და საფრანგეთში. წიგნის პირველი ნაწილი გამოიცა 1842 წელს, სანქტ-პეტერბურგში.
წიგნმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსულ საზოგადოებაში, ის ერთდროულად იწვევდა მძაფრ რეაქციებს , ზოგი პატრიოტულად ფიქრობდა, რომ გოგოლი ამჟღავნებდა რუსეთის უარყოფით მხარეებს, ზოგმა კი მას გენიოსი უწოდა.
გოგოლის შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში , მისმა წერის სტილმა გავლენა მოახდინა ისეთი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან დოსტოევსკი, ტურგენევი, ჩეხოვი, ფრანც კაფკა და სხვები.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2025 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.