რომის 267-ე პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა - Palitra News

რომის 267-ე პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

2025-05-08 21:25:03+04:00

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ პრევოსტი იქნა არჩეული. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

მისი სახელი, როგორც პაპის იქნება ლეო XIV.

ახალი პონტიფიკოსის არჩევა მოხდა 133 კარდინალის მიერ.

ახალი პაპი ახლა თავის პირველ საჯარო მიმართვას გააკეთებს და მიმართავს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.