რუსეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა შეხვედრა გამართეს - Palitra News

რუსეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა შეხვედრა გამართეს

2025-05-09 10:00:15+04:00

რუსეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა შეხვედრა გამართეს. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ. როგორც სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 80 წლის წინ, ორი ქვეყნის არმიები და ხალხები გაერთიანდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ, რითაც ისტორიაში დაუვიწყარი თავი დაწერეს. ჩინეთის ლიდერი რუსეთში ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. მისი ვიზიტი რუსეთში გრძელდება.