ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - ჩვენი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა - ამ შედეგის მიღწევას წინ ვერაფერი დაუდგება - Palitra News

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - ჩვენი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა - ამ შედეგის მიღწევას წინ ვერაფერი დაუდგება

2025-05-09 11:30:53+04:00

ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია.

„ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას“, -განაცხადა კობახიძემ.