სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო „ქართულ ოცნებას“ ყველანაირ დახმარებას უჩერებს.
ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, წუხილს გამოთქვამს და სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს.
ზურაბიშვილის განცხადებით, კრისტერსონმა მას ასევე მისწერა, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, შვედეთიც გააგრძელებს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგს და შვედეთის ლიდერმა იმის იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დასამთავრებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.