ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილებს სრულად იზიარებენ ქართულ ოპოზიციურ სივრცეში - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილებს სრულად იზიარებენ ქართულ ოპოზიციურ სივრცეში

2025-06-04 09:24:28+04:00

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილებს სრულად იზიარებენ ქართულ ოპოზიციურ სივრცეში. ხელისუფლების ოპონენტები იმ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას. კრიტიკა უსაფუძვლო და უარგუმენტოა სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.