გენერალური პროკურორის პოსტიდან გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე - აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს წარადგინა, ხოლო ცოტნე ყაველშვილი, რომელიც აქამდე გენერალური აუდიტორი იყო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდება. რას ემსახურება მორიგი საკადრო ცვილილები სამთავრობო გუნდში და, როგორც ამას ოპოზიციაში ამტკიცებენ, არის თუ არა ამ გადანაცვლებების მთავარი მოტივი სანქცირებული პირებისგან დისტანცირება.