ბუდენბროკები ნობელის პრემიის ლაურეატის, გერმანელი მწერლის, თომას მანის რომანია, წიგნის ორიგინალი 1901 წელს გამომცემლობა, Fischer Verlag -ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა.
_________________________________________________________________
ნაწარმოების სიუჟეტი ჩრდილოეთ გერმანიაში ვითარდება და მოგვითხრობს მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ისტორიას, რომლებიც თანამედროვეობის წინაშე აღმოჩნდებიან. ახალ და გაურკვეველ სამყროში, ოჯახის ტრადიციები ნგრევას იწყებს. მიუხედავად ყოველდღიური შრომისა, ყოფით საკითხებზე ზრუნვისა, ოჯახს ინტერესების გამო თავისუფლებასა თუ სიყვარულზე უარის თქმისა, ამ ოჯახის ისტორია ტრაგიკულად მთავრდება
__________________________________________________________________
პაულ თომას მანი 1875 წლის 6 ივნისს გერმანიიის ქალაქ ლიუბერში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.
1881 წელს თომასის მამის გარდაცვალეს შემდეგ , ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო.
თომას მანმა ლიტერატურულ სფეროში მოღვაწეობა, ჟურნალ "გაზაფხულის ქარიშხალით", დაიწყო , სადაც წერდა სტატიებს . მოგვიანებით , ძალები გერმანულ სატირულ ჟურნალშიც მოსიჯნა , სადაც პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები. ბუდენბროკები თომას მანის რიგით პირველი რომანია, რომლის დაწერაც ავტორმა 1897 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ის ოცდაორი წლის იყო. რომანი სამი წლის შემდეგ, 1900 წლის ივლისში დაასრულა. წიგნი მისივე სიცოცხლეში 1200-ჯერ გამოიცა და დიდი აღიარება მოუტანა ავტორს.
თომას მანის ლიტერატურული მოღვაწეობა 20 მდე რომანს ითვლის და დღემდე მკითხველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად ითვლება , მისი წიგნები ნათარგმნია მრავალ ენაზე და გაყიდულია მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.