„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს დაადასტურა, რომ ის მერობის კანდიდატად დარჩენას აპირებს. და რას გეგმავენ ოპოზიციაში? ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ მოუწოდეს ქართველ ოპოზიცონერებს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები ქართველი ხალხის ერთიანობის ასახვის შესაძლებლობად გამოიყენონ. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მოსაზრებას არ იცვლიან და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ევროპელი ლიდერების მოწოდების შესაბამისად, გიორგი გახარიას პარტია და „კოალიცია ძლიერი საქართველო“ მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად დამატებით ბერკეტს წარმოადგენს. დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.