საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მშობლებმა პროტესტის ახალ ფორმებს მიმართეს - Palitra News

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მშობლებმა პროტესტის ახალ ფორმებს მიმართეს

2025-06-06 09:31:24+04:00

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მშობლებმა პროტესტის ახალ ფორმებს მიმართეს. მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ქალაქის გარეუბნებში პატიმრების წერილებისგან შემდგარ გაზეთების დარიგება დაიწყეს. აქციების დროს დაკავებულთა მშრომლები პროტესტის ფარგლებში რეგიონებში გასვლასაც აანონსებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გუშინ. პროტესტის 190-ე დღესაც, საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.