რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები, შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. კიტ კელოგის თქმით, ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა შეუძლია გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს. მისივე თქმით, ასეთი ლიდერობა აჩვენა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ და თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა.