ფრაქცია „ქართული ოცნება“ საჯარო სივრცეში დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება უცხოეთიდან დაფინანსებული და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. რა განმარტებები კეთდება მმართველ გუნდში და რა არგუმენტები აქვთ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს?!