თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე პირველი არსებითი სხდომები გაიმართა - როგორ მიმდინარეობდა პროცესი - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე პირველი არსებითი სხდომები გაიმართა - როგორ მიმდინარეობდა პროცესი

2025-06-06 20:59:50+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე პირველი არსებითი სხდომები გაიმართა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას და ამის გამო წაყენებულ ბრალდებას. პროცესი მხარეთა შესავალი სიტყვებითა და ორი მოწმის დაკითხვით გაიხსნა. ორივე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მათ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს, ხოლო საპარლამენტო კომისიას - კანონის დარღვევით შექმნილს უწოდებს.