აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან რობინ დანიგანის მოულოდნელად გადადგომა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. „ქართულ ოცნებას“ იმის იმედი აქვს, რომ მომავალი ელჩი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, თუმცა ოპოზიციაში განსხვავებული მოლოდინი აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ელჩის შეცვლის მიუხედავად, არც აშშ-ის დამოკიდებულება არ შეიცვლება.