რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებული პირების შეკრების ადგილების წინააღმდეგ განხორციელდა, ასევე განადგურდა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების სახელოსნოები და საწყობები. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო, რაის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი დაშავდა.