აშშ-ის შემდეგ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას კანადა გეგმავს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადამ ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვა და დიალოგი დაიწყო. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ბოლო სატელეფონო საუბარი პეკინთან ურთიერთობების გაანალიზების დასაწყისი იყო. დასავლური მედიის შეფასებით, კანადასა და ჩინეთს წლების განმავლობაში არასასიამოვნო ურთიერთობები ჰქონდა.