გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, “სისხლის სამართლის” საქმეზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება - Palitra News

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, “სისხლის სამართლის” საქმეზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

2025-06-09 09:30:46+04:00

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, “სისხლის სამართლის” საქმეზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სასამართლო, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტზე იმსჯელებს. “სისხლის სამართლის” საქმის ნაწილში კი, ადვოკატების მიერ წარმოდგენილ მოწმეების ჩვენებას მოისმენს. პროკურატურამ, სასამართლოს წინაშე, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დაასრულა. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.