დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების 194-ე დღესაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს - Palitra News

დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების 194-ე დღესაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

2025-06-10 09:35:22+04:00

დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების 194-ე დღესაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია- გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პროტესტს, ტრადიციულად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. დემონსტრანტები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მთავრობა მოთხოვნებს არ შეასრულებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებას არ შეწყვეტენ.