შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გელა გელაძის დანიშვნას, სამინისტროში რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე აღარ იქნება, ის ამიერიდან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს დაიკავებს. ვაჟა სირაძეს კი ძველ თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე შეცვლის. საკადრო ცვლილებები განხორციელდა კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება. რას უკავშირებენ პოლიტიკური მხარეები ცვლილებებს?!