თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-10 12:52:17+04:00

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან ერთად, სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებს. საქმე ბოკუჩავას მონაყოლს ეხება, რომლის თანახმად, ვიდეოს ჩაწერას, სადაც მისი მეუღლე უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო ბოდიშს იხდის, წინ ზეწოლა და მუქარა უძღოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კოლეგის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ მომხდარი, ოპონენტების დევნის საშიში მაგალითია. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებების არ სჯერა მმართველ გუნდს. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ბოკუჩავას მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა.